воскресенье, 22 декабря 2013 г.

ჩემი პორტ ფოლიო
გილოცავთ ახალ წელს ყველას.

დასრულდა ჩემი პროექტიც, თუმცა ვიზარმაცეთ კიდეც, რადგან პარალელურად სკოლის ზეიმები გვაწუხებდა, თუმცა ტრენინგი ისე საინტერესოდ მიმდინარეობდა, მაინც კმაყოფილი ვარ რომ პროექტის კეთების ახლებური მიდგომა ვისწავლე და მომავალში დავინახე რამდენი რამ უნდა გავითვალისწინო. ვეცდები მომავალში სრულფასოვანი პროექტი გავაკეთო. 

воскресенье, 8 декабря 2013 г.



გავუზიარეთ ეთმანეთს ჩვენი პრეზენტაციები, ჯერ ბოლომდე არ გაგვიკეთებია, მაგრამ ერთმანეთის პროექტების განხილვით უფრო მეტი გამოცდილება მივიღე. ამ ეტაპზე დაისვა საკითხი რამდენად სწორად ვიყენებდით ინტერნეტს მსვლელობის პროცესში. გავარჩიე რესურსებში მოცემული ეთიკის ნორმებისა და საავტორო უფლებების საკითხები და დავიწყე ციტირების დოკუმენტის კეთება. ასევე ჩავდებ ჩემს პროექტში გამოყენებული ლიტერატურის ავტორებს და მისამართებს.

суббота, 7 декабря 2013 г.

ეფექტური სასწავლო პრცესისათვის საჭიროა შეფასების სხვადასვა  ფორმები.

დღეს შევისწავლეთ როგორ დავადგინოთ მოსწავლეთა საჭიროებები და განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები.  განვიხილეთ ნიმუშები. შეფასების გეგმები. გავაკეთე ჩემი პროექტისთვის შეფასების დროში გაწერილი გეგმა და ჩავდე პორტფოლიოში.

воскресенье, 1 декабря 2013 г.

რეფლექსია2

რეფლექსია2



პროექტის თემა და მონახაზი უკვე არჩეული მაქვს. დავიწყე პროექტის დაგეგმვა. გავითვალისწინეთ რა  სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა, შევადარე ბლუმის ტაქსონომიას და გავწერე პროექტის მიზნები, სტანდარტები, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რომლებიც რუბრიკებით გადავამოწმეთ, გავარჩიეთ საკვანძო კითხვების რაობა და ჩამოვაყალიბე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. პედაგოგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ თემის მონახაზები და დავეხმარეთ საკვანძო კითხვების ჩამოყალიბებაში. თანდათან პროექტი უფრო გასაგები ხდება.

суббота, 30 ноября 2013 г.

რეფლექსია1 


გავეცანი პროექტული სწავლების გზამკვლევს, განვიხილეთ როგორ უნდა მოხდეს პროექტის მსვლელობის თანმიმდევრობა და რა პრინციპით განთავსდეს პორტფოლიოში, გავეცანი პორტფოლიოს რუბრიკას და მახასიათებლების ჩეკლისტებს, შევქმენი პორტფოლიო, განვიხილეთ გეგმის საკითხები, რაღაც ახლებურად შევხედე ამ ყველაფერს, ზოგადად პროექტის დანერგვა დადებით გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე, რადგან ამ შემთხვევაში მოსწავლეების უნარების განვითარებას მეტად ეწყობა ხელი, გავითვალისწინეთ მიზნების და სტანდარტების ჩართულობა და 21-ე საუკუნის უნარები, ვისწავლე როგორ გავაკეთო პროექტისტვის პუბლიკაცია.